Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მდინარე რიონში ერთი თვის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თარიღი : 9-05-2021, 19:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანიდან, მდინარე რიონში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მონაწილეებთან თბილისიდან ჩამოვიდა, მაშველები 10 აპრილიდან ეძებდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა,”-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები