Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კულუტული მემკვიდრეობის ძეგლთა ნაწილისთვის სტატუსის მოხსნის საკითხს დღეს განიხილავენ

თარიღი : 25-04-2014, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
დღეს, ქუთაისის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნაწილისთვის სტატუსის მოხსნის საკითხს განიხილავენ. შეხვედრაზე ასევე განიხილება ზოგადად ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭების არსებული კონცეფცია. როგორც კულტურისა და არქიტექტურის სამსახურებში ამბობენ, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის მინიჭებული სტატუსის გადახედვის სა
ჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კულტურულ ობიექტთა განმეორებითი აღრიცხვის დროს აღმოჩნდა, რომ ბევრ მათგანს არანაირი კულტურული ღირებულება და არც ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია.
როგორც სამსახურების წარმომადგენლები პროგნოზირებენ, კონცეფციის გადახედვისა და ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის ქალაქში რამდენიმე ათეულმა ობიექტმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
2009 წლის მონაცემებით ქალაქში სულ 217 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.


ნანახია: 1788-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2009 წლის აღრიცხვის დროს ქალაქში რამდენიმე ათეული სახლი სიაში არასწორად ჩაისვა. სიის ხელოვნურად გაბერვა
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.

ამინდი