Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონში გაუჩინარებული მამაკაცის მოსაძებნად ჰესების დაცლა დაიწყო

თარიღი : 7-05-2021, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
რიონის ხეობაში თითქმის ერთი თვის წინ გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაობი დღეს დილიდან განახლდა. საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლისგან დაცლა 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება.

"დღევანდელ დღემდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ნიკა ანთიძის და როგორც ვიცით, უნდა დააშრონ ორივე წყალსაცავი გუმათჰესის და რიონჰესის. ვნახოთ რა იქნება. გუშინ, მისი ოჯახის ადვოკატის განცხადება ვნახეთ და მესიჯი, რომელიც დაწერილი ჰქონდა ნიკა ანთიძეს, ამით ჩვენთვის გარკვეულად ნათელი გახდა სურათი. გამოძიება რას იტყვის თავის მხრივ საინტერესოა და სრულ კომენტარს ალბათ ამის მერე გავაკეთებთ, უფრო სწორი იქნება,"-განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

რიონში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოები 10 აპრილიდან მიმდინარეობს. გუშინ, 6 მაისს, კი ნიკა ანთიძის ოჯახის ადვოკატმა, 27 წლის ახალგაზრდის ბოლო წერილი გაასაჯაროვა. წერილი 10 აპრილსაა გაგზავნილი, იქამდე, სანამ ანთიძე წყალში შევიდოდა.

ანთიძე წერილში ახლობლებს ემშვიდოება და ამბობს, რომ ეს არავის ბრალი არ არის, უფლის ნებაა. მმართველ ძალას კი ხეობის გაყიდვაში ადანაშაულებს: "მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს,"-აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ნიკა ანთიძემ საკუთარი მობილური ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს დაუტოვა და დაუბარა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა, რის შემდეგაც ადიდებულ მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 521-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი