Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისობის დღესასწაულს შესაძლოა ქვეყნის პრემიერი დაესწროს

თარიღი : 25-04-2014, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია ქუთაისობის დღესასწაულისათვის ემზადება, რომელიც ორ მაისს გაიმართება.
ქალაქის დღესასწაულისათვის სამზადისს კოორდინაციას სამხარეო ადმინისტრაცია უწევს. ამ დროისათვის ღონისძიების ზუსტი პროგრამა არ არსებობს, თუმცა სავარაუდო სტუმრების სია ცნობილია.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი ღონისძიებაზე დასასწრებად ქვეყნის პრემიერს, მთავრობის შემადგენლობას, დიპლომატიურ კორპუსსა და გუბერნატორებს ეპატიჟებიან.
„ჩვენ ყველას ვუგზავნით მოწვევას. ჩამოვლენ თუ არა სტუმრები, ეს მათი გადასაწყვეტია. პრემიერი თუ დაესწრება ღონისძიებებს, ეს იქნება არა ტურნის ფარგლოებში, არამედ სპეციალურად ორი მაისისათვის, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ყველა რანგის სტუმრის მისაღებად ვემზადებით,“ - ამბობს სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ზეკო ხაჩიძე.
ორმაისობის დღესასწაულზე ღონისძიებები როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ისე ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში იგეგმება, სადაც იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თავიანთ სამზარეულოს წარმოადგენენ.


ნანახია: 2141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეკო ხაჩიძის თქმით, მთავარი მომავალი გუბერნატორისა და გუბერნიებთან
ზეკო ხაჩიძე აცხადებს, რომ მის ძირითად მოვალეობას წყალტუბოში მიმდინარე პროცესების პრომოუშენი წარმოადგენს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზეკო ხაჩიძის მოვალეობას საზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს. ხაჩიძე იმერეთის გუბერნიაში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ყოველთვიურ მუშა
სამხარეო ადმინისტრციაში Topnews.com.ge-ს იმ მასალას პასუხობენ, რომელშიც ჭაბუკი გრძელიშვილის იმერეთის გუბერნიაში დასაქმებაზე იყო
დღის კულმინაცია ე.წ. ლაზერული შოუ საღამოს ცხრა საათიდან დაიწყება.

ამინდი