Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, ავტობანის მშენებელი კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ

თარიღი : 6-05-2021, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები დღეიდან, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით იფიცებიან და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩინური სამშენებლო კომპანია "ჰუნანის" 200-მდე თანამშრომელია გაფიცული.

მაგისტრალზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ მძიმე სამუშაო აქვთ შესასრულებელი, ხელფასი კი - მიზერული. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, ისინი ოჯახების რჩენას ვეღარ ახერხებენ.

"ვითხოვთ ხელფასის გაზრდას 30%-ით. პირობები არის მეტად რთული, სიმძიმის აწევა იქნება ეს თუ სხვა რამ. რთული სამუშაოს მიუხედავად ხელფასი არის მიზერული, ძალიან დაბალი. გუშინ კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული და გვითხრეს, საკმარისი, ძალიან კარგი ხელაფასი გაქვთ, რა სამუშაოსაც ასრულებთო. ჩვენ ვთვლით, რომ არ გვაქვს საკმარისი ხელფასი.

ადმინისტრაციამ თავიდან გვითხრა: 10 კაცი წამოდით ოფისში, გავისაუბროთო, მაგრამ არ გავყევით, რადგან გვინდა აქ, ადგილზე ყველამ მოისმინოს რას გვეტყვის ადმინისტრაცია. ახლა ამბობენ: ერთი კვირა მოგვეცით ყველაფრის გადასაწყვეტადო. ერთი კვირა კი არა, ერთი თვე და მეტი რომ მოგვიწიოს აქ დგომა, არ დავიშლებით,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 284-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ის მოთხოვნებია, რომელთა გამო კომპანიის 70-მდე თანამშრომელმა სამუშაოს
დასაქმებულები აცხადებენ, რომ ნოემბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ, ხოლო ხელფასის გაცემის ზუსტ თარიღს დასაქმებელი კომპანია არ

ამინდი