გაძვირდა თუ არა ტაქსით გადაადგილება ქუთაისში?
თარიღი : 5-05-2021, 20:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მოქალაქეები ტაქსების ფასების ზრდაზე საუბრობენ. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტაქსით მომსახურების ღირებულება გაზრდილია. სერვისის გაძვირებას მოსახლეობა საწვავის ფასის მატებას, ქალაქში გაჩერებულ ტრანსპორტსა და გადათხრილ გზებს უკავშირებენ.
"ტაქსის ფასები მომატებულია. მაგალითად, "მაქსიმის" აპლიკაცია აქამდე წერდა 1.60-ს, ახლა 1.90 აწერია უკვე. ანუ, საწყისი ღირებულება გაზრდილია 30 თეთრით. რაც შეეხება კერძო ტაქსებს, ისინი აქამდეც ძვირი ღირდა. აპლიკაცია ჯდებოდა ყველაზე იაფი ამ შემთხვევაში და რადგან ამანაც მოიმატა, კერძო ტაქსის ღირებულებაც უფრო მეტი იქნება. მაგალითად, თუკი "მაქსიმში" ვიხდიდი გადადგილებაში 3 ლარს, კერძო ტაქსი ითხოვდა 5 ლარს, ახლა უფრო გაძვირებულია.
რა თქმა უნდა, ფასების მატება გაჩერებულ ტრანსპორტსაც უკავშირდება და საწვავზე ფასის ზრდასაც. ამასთან, ტაქსის მძღოლები სულ წუწუნებენ გადათხრილი გზების გამო, გვიფუჭდება მანქანა და ამდენი გვეხარჯება, რა ვქნათო. იცით ალბათ, რომ რამდენიმე ქუჩა ქუთაისში გადათხრილია, სამუშაოები კი მიტოვებული,"-აცხადებს მოქალაქე ნინი თვალავაძე.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "მაქსიმსაც" დაუკავშირდა:
"მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასი დღითიდღე იმატებს, ჩვენთან ტარიფი არ შეცვლილა, რაც იყო, იგივე დარჩა. არის შემთხვევები, როცა მაგალითად დღესასწაულებია, ბევრი შეკვეთაა და არის დატვირთვა. ანუ, როცა პროგრამაში ბევრი შეკვეთაა და მძღოლები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოემსახურონ კლიენტებს. აქედან გამომდინარე, პროგრამულად არის მცირედი რაღაც დამატების საშუალება, რომ მძღოლი უფრო მეტი გამოვიდეს ხაზზე და მოემსახუროს მგზავრებს. ეს პროგრამულად ხდება იმ დროის პერიოდში, როდესაც არის ძალიან დიდი დატვირთვა. მძღოლები რომ გამოვლენ ხაზზე, შეკვეთები ნელ-ნელა შესრულდება და მოემსახურებიან მგზავრებს, ამ შემთხვევაში მატება ქრება და ძველი ტარიფი რჩება,”-განუცხადეს Topnews.com.ge-ს "მაქსიმში".
მგზავრობის ღირებულება რამდენიმე ლარითაა გაზრდილი საქალაქთაშორისო ტრანსპორტში. მარშუტის მძღოლები საწვავის გაძვირებაზე საუბრობენ.
ცნობისთვის, ავტომანქანების მფლობელებმა და მძღოლებმა საწვავზე ფასის შემცირების მოთხოვნით, ქუთაისში აქცია რამდენჯერმე გამართეს. ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენისა და პრობლემაზე რეაგირების მიზნით, მათ ავტომაგისტრალიც გადაკეტეს, მიუხედავად ამისა, საწვავის ღირებულება ზრდას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 3-12 მაისის ჩათვლით გაჩერებულია, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილება ტაქსით უწევთ, ხოლო ისინი, რომელთაც ბიუჯეტი ამის საშუალებას არ აძლევთ, ფეხით გადაადგილდებიან.
ავტორი: ქეთი გელაშვილი