Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიასა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი : 24-04-2014, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან" ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტი, რომელიც ქუთაისის მერიის ელექტრონულ მართვაზე ეტაპობრივად გადასვლის საქმეში დამატებითი სტიმული იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება.
"ეს პროექტი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოქალაქეებმა საკუთარ ეზოში, ქუჩასა თუ სადარბაზოში არსებული პრობლემა სახლიდან გაუსვლელად მოაგვარონ. მათ აღარ დასჭირდებათ მერიაში ვიზიტი და პრობლემის დაყენება კონკრეტულ სამსახურებში. ისინი მარტივად, ელექტრონულ რუკაზე პრობლემური წერტილის მითითებით შესძლებენ ადგილობრივ თვითმმართველობას აცნობონ მათი პრობლემის შესახებ",–ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
"როგორც იცით ქუთაისის მერია გადადის ელექტორნული მართვის სისტემაზე და ეს პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი ამ თვალსაზრისით. ამიერიდან მოქალაქეები პირდაპირ კონტაქტზე, მხოლოდ ინტერნეტის დახმარებით გამოვლენ მერიის შესაბამის სამსახურებთან, რაც ვფიქრობ ძალიან მოქნილი და მარტივი პროცესი იქნება",–ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.


ნანახია: 1899-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას ბრიფინგით უპასუხეს.
ელექტრონული მართვის სიტემა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.
ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგად ახლიდან დაკომპლექტდა მერიის სამსახურები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე არასამთავრობო ორგანიზაცია 'საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვებ-გვერდზე www.chemikucha.ge მოქალაქეთა 17-ვე შეტყობინება, რომელიც ჯერ კიდევ 2014
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ელექტრონული სისტემა მართვის პროცესს გააადვილებს.