Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი: შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ დაპირება 24-საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემული იყო, წარმატებით სრულდება

თარიღი : 30-04-2021, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დაბა ხარაგაულში 24 -საათიანი წყალმომარაგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაბა ხარაგაულში, დეკანოსიძის ქუჩაზე, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა და სამუშაოების შესრულების ხარისხი შეამოწმა.

კობა ლურსმანაშვილმა პროექტით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ინფორმაცია უშუალოდ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის შპს ,,ლ და კ“ - ს წარმომადგენლის ჯუნა მოწონელიძისგან მიიღო, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე წყალმომარაგების სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა და პატარა ხარაგაულში 90 ოჯახი გამრიცხველიანდა. ამჯერად სამუშაოები ლეღვნის სათავე ნაგებობაზე და დაბა ხარაგაულში შიდა დაქსელვაზე მიმდინარეობს, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება.

,,შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ დაპირება 24-საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემული იყო, წარმატებით სრულდება. ხარაგაულში ორი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს-წყალმომარაგების და წყალანირების, რომლზედაც ჯამში 10 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. უახლოესი წელიწადნახევარი დაბა ხარაგაული ასეთ სამშენებლო ფორმატში იქნება. ჩვენ ვცდილობთ ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს ჩვენ მოსახლეობას ამ სამუშაოების შესრულების დროს. შემსრულებელ კომპანიას მოვთხოვეთ, რომ დრულად და ხარისხიანად ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. იქ, სადაც მოხდება წყლის მილების ჩალაგება, დროულად იყოს გადაგებული ასფალტი. ბატონი დავით დევდარიანი, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამის მონიტორინგს მუდმივად განახორციელებს.

ხარაგაულის მერია მოწოდებულია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ კომპანიების მუშაობას, მოვთხოვოთ რომ დროულად და ხარისხიანად შეასრულონ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და მეორეს მხრივ, ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობაზე, რომ ნაკლები დისკომფორტი მიიღონ,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

დაბა ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის პირველი ეტაპი ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში შემომავალი წყლის 14-კილომეტრიანი მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, ახალი რეზერვუარის მოწყობას, კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენას და მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

საერთო ჯამში, ამ მიმართულებით პირევლ ეტაპზე 3 917 000 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, ორი ახალი აუზის, ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მოხდება. ასევე, მოეწყობა ახალი რეზერვუარი, დაგეგმილია კორპუსებში შიდა გაყვანილობის მოწყობა.

დაბა ხარაგაულის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი სექტემბერის თვეში დაიწყება და 2 585 372 ლარი დაიხარჯება.

წლის ბოლოს ხარაგაულის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინირებით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.


ნანახია: 510-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი