Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფლებში საუბნო გზების მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

თარიღი : 29-04-2021, 09:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სოფელ თეთრაწყაროს და ბაზალეთის საუბნო გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში ბეტონის საფარი თეთრაწყაროს საუბნო გზების 1432 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 354 349 ლარს შეადგენს.

სოფელ ბაზალეთში ნანიტაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაციისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 269 649 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება 19 მაისს დამთავრდება.

პროექტები გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება.

“მოუწესრიგებელი საუბნო გზები სოფლის მაცხოვრებლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გზით გადაადგილებას,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი