თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში და მოწოდება ხელისუფლებას
თარიღი : 24-04-2014, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის წინ თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
„შენ მიზანში ხარ ამოღებული“,- ამ სახელწოდებით მოწყობილ აქციაში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აქციის ორგანიზატორის გიორგი მაღრაძის განცხადებით, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ის ვალდებულებები, რაც თამბაქოს ნაწარმზე ყოველწლიურად გადასახადების მატებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვას, თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის სისტემატურ მონიტორინგსა და არასრულწლოვანებზე სიგარეტის მიყიდვის ან უფასოდ დარიგების აკრძალვის რეალურ აღსრულებას გულისხმობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით აკრძალულია თამბაქოს რეკლამა, თამბაქოს ინდუსტრია რეკლამისათვის ბეჭდურ მედია საშუალებებსა და ქუჩის რეკლამას იყენებს. თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მიმდინარე პროპაგანდის სამიზნე ჯგუფი კი ახალგაზრდები არიან,“ - ამბობს გიორგი მაღრაძე.