დასავლეთ საქართველოში პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს, ზესტაფონში აშენდება
თარიღი : 28-04-2021, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში, პროექტ "აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმო აშენდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 2 150 000 ლარის ინვესტიციაა განსაზღვრული.
იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 000 000 გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება. საწარმოს მშენებლობის პროცესში 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
შეგახსენებთ, რომ პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, შპს "აჯამურას" საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩა #75-ში მდებარე 15763 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა.
ავტორი: ქეთი გელაშვილი