Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილს შესაძლოა სტატუსი მოეხსნას

თარიღი : 24-04-2014, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსი გადაიხედება, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის მათმა დიდმა ნაწილმა სტატუსი დაკარგოს. ქალაქში არსებული 127 კულტურული ძეგლის ღირებულებისა და მათი სტატუსთან შესაბამისობის საკითხს ხვალ განიხილავენ. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში ამბობენ, 2009 წლის აღრიცხვის დროს ქალაქში რამდენიმე ათეული სახლი სიაში არასწორად ჩაისვა. სიის ხელოვნურად გაბერვა კი ქალაქის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას ემსახურებოდა.
"უამრავი წერილი შემოდის და ხალხი ითხოვს სახლების შეკეთების უფლებას. ენგრევა ადამიანებს სახლები და ვერ აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ, როცა არანაირი ღირებულება მათ არ გააჩნიათ. კანონით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უმნიშვნელო ჩარევაც კი დანაშაულის ტოლფასია. ვერ ვხვდები რატომ ანიჭებდნენ თავის დროზე ასე ისტერიულად ამ სახლებს ძეგლის სტატუსს. ძალიან რთული მდგომარეობაა, ერთი ის, რომ სახლების დიდ ნაწილს არანაირი კულტურული ღირებულება არ აქვს და მეორე – ამ ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილება ძალიან ძნელი იქნება, რადგან სამართლებრივად ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა ურთულესი პროცესია",–ამბობს ქუთაისის მერიის განათლების და ძეგლთა დაცვის გაყოფილების მთავარი სპეციალისტი სოფიო ბიბილეიშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭების კონცეფციის გადახედვას ითხოვს არქიტექტურის სამსახურის უფროსი ანდრო მარჯანიშვილი. მისი თქმით აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ძეგლებს სტატუსს ანიჭებენ.
"ზოგიერთი ძეგლის შემთხვევაში საერთოდ ვერ ვხვდები რატომ აქვთ მათ რაიმე სტატუსი. ბევრია ისეთი რომელსაც ეკუთვნის და ბევრია რომელსაც არ ეკუთვნის. ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენლებთან დეტალურად გავივლით ყველა ამ საკითხს"–ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქუთაისს ხვალ ეწვევიან და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდებიან.


ნანახია: 2224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.