Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დახმარებები გაუწია მოსახლეობას ხარაგაულის მერიამ აპრილის თვეში?

თარიღი : 26-04-2021, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ხარაგაულის მერიაში სოციალური მიმართულება მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა. გაჩნდა ახალი სოციალური პროგრამები და ამ კუთხით, მერია კიდევ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს.

აპრილი გამორჩეული იყო სხვადასხვა სახის სოციალური ხასიათის აქციით.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ერთჯერადი ფინანსური დახმარებების სახით, აპრილის თვეში, 170 ოჯახზე 23 ათასი ლარი გაიცა. სააღდგომოდ, 20 ათასი ლარი მიიღო 410 ოჯახმა.

სოციალური აქციის ფარგლებში, უკვე დასრულდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მცირე შემოსავლის მქონე ოჯახების დახმარების მიზნით, პურისფქვილის დარიგება.

5000 ლარის ღირებულების, 25 კილოგრამიანი, 141 ტომარა პურის ფქვილი, რომელიც ჩინურმა მშენებელმა კომპანიამ მუნიციპალიტეტს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადასცა, 20 ადმინისტრაციულ ერთეულში, 125 ოჯახზე გადანაწილდა.

პროცესს უშუალოდ ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე.

საერთო ჯამში, მხოლოდ აპრილის თვეში დახმარება გაეწია 720 ოჯახს.

აღნიშნული სოციალური ხასიათის აქციები არაგეგმიური გახლდათ.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სოციალური მიმართულებით, რა თქმა უნდა არის პრობლემები, მაგრამ გვაქვს სამართლიანი კრიტერიუმები, დროული რეაგირებები, ქმედებები და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ ადამიანებს. მერის, კობა ლურსმანაშვილისგან გვაქვს დავალება, ვიყოთ უფრო მოქნილები და ეფექტურები,"- აცხადებს ვარლამ ჭიპაშვილი.

ახალი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მხოლოდ პანდემიის პერიოდში ორჯერ გაკეთდა რიგგარეშე სოციალური აქცია, საერთო ჯამში საკვები პროდუქტებით დახმარება 1200 ოჯახს გაეწია.

ხარაგაულის მერიაში ამჯერად 22 სოციალური პროგრამა მუშაობს. კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, სოციალურ პროგრამებს, ორი ახალი - ვეტერანთა და გადაუდებელი დახმარების პროგრამა დაემატა.

სოციალური თემების უკეთ მართვის მიზნით, მერის წარმომადგენლებს, მკაცრად დაევალათ დროულად მოიტანონ ინფორმაცია, სტიქიით დაზარალებულ თუ სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ოჯახებთან დაკავშირებით.

მერის პირველმა მოადგილემ ასევე კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს.

"თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებ, მოვიდნენ კონკრეტული ოჯახების მდგომარეობით, რომელთაც შევისწავლით და რა ფინანსური შესაძლებლობაც გვექნება, დავეხმარებით. ყველა პრიორიტეტს გავივლით საკრებულოსთან ერთად. ადამიანის მძიმე სოციალური მდგომარეობა არავინ არ უნდა გამოიყენის თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. პანდემია არის არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ ყველას პრობლემაა და თუ მართლა გვიყვარს ხარაგაული და რეალურად ვართ დაინტერესებულები ხარაგაულელების ბედით, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ჩვენ ამისთვის მზად ვართ,"- აცხადებს ვარლამ ჭიპაშვილი.


ნანახია: 326-ჯერ

მსგავსი სიახლეები