Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროფკავშირების თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

თარიღი : 23-04-2014, 19:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესიდან“ თანამშრომლები გაათავისუფლეს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის წარმომადგენლებს -ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძესა და მალხაზ გოგიავას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად მძიმე ეკონომიკური გარემოებების გამო, საწარმოს ზოგიერთ უბანზე შტატების შემცირება დაუსახელეს.
გათავისუფლებული პირები საწარმოში 2009 წლის ნოემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე მუშაობდნენ, ხოლო „ევრაზიანსტილში“ დასაქმებულების მიერ სამუშაო პირობების გაპროტესტებისა და აქციების მოწყობის შემდეგ, საწარმოს ადმინისტრაციამ იობიძე, გოგიავა და გუმბერიძე გაათავისუფლა. სამსახურიდან გაშვება აღნიშნულმა პირებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლოს სამივე ინსტანციამ მათი სასარჩელო მოთხოვნები დააკმაყოფილა და დამსაქმებელ კომპანიას გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენის გარდა, მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც დააკისრა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში ჩვენი აღდგენა მოხდა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, რაც საწარმოს დირექტორის პაატა ჩხენკელის მიერ 2 აპრილს გამოგზავნილი წერილით შევიტყვეთ. სამსახურში აღდგენის შესახებ რომ გავიგეთ, საწარმოში მივედით, მაგრამ არ შეგვიშვეს. დირექტორის მოადგილე ვასო ჩხენკელი დაგვპირდა, რომ ორივე ბრძანების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიდა. დღეს მივიღეთ პაატა ჩხენკელის წერილი, რომ პირველ აპრილს მოხდა ჩვენი შტატების ლიკვიდირება. 300 კაციან საწარმოში 3კაცის შტატის ლიკვიდერება არის პირდაპირ დისკრიმინაცია იმ ფონზე, როდესაც უკანონო განთავისუფლება და ასევე, 2011 წლის სექტემბერში გამოგონილი ბრალდებით ჩვენი დაპატიმრება სასამართლოს სამმა ინსტანციამ დაადასტურა. საინტერესოა ფაქტი ის არის, რომ 13 თებერვალს მოხდა სამსახურში ჩვენი აღდგენა, რაც შეგვატყობინეს 4 აპრილს და თურმე პირველ აპრილს გაგვანთავისუფლეს,“ - ამბობს ირაკლი იობიძე.
გაასაჩივრებენ თუ არა საწარმოს ადმინისტრაციის ამგვარ გადაწყვეტილებას, აღნიშნული მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გათავისუფლების წერილები სამივე მათგანს ჩაბარდება.
„რატომ ან რისი ეშინია ქარხნის და კომპანიის ხელმძღვანელობას, არ ვიცი. ჩვენ არ ვაპირებდით მათ მიმართ ისეთ მოქცევას, როგორც ისინი მოგვექცენ 2011 წლის სექტემბერში, მაგრამ ამის შემდეგ კანონის შესაბამისად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ქარხანას კანონის და სამართლიანობის მართლა უნდა ეშინოდეს,“ - ამბობს ირაკლი იობიძე.


ნანახია: 1901-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქარხნის ადმინისტრაციამ ისინი საწარმოში პროფკავშირის შექმნის გამო გაათავისუფლა
ქუთაისში მდებარე მეტალურგიულმა ქარხანა „ჰერკულესმა“ უზენაეს სასამართლოში დავა წააგო.
"ჰერკულესი"-ს თანამშრომლებმა საწარმოს ადმინისტრაციას სასამართლო დავა მოუგეს.
კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით მეორედ
ირაკლი კიკვაძის თქმით, ის ააიპიდან პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ გაათავისუფლეს და სასამართლოსთვის მიმართვის მიზანს სწორედ
სოფელ არგვეთაში მდებარე მცირე მეტალურგიული ქარხნის შესასვლელთან გამართულ აქციაში ამავე საწარმოდან გათავისუფლებული მუშების გარდა,

ამინდი