Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სოფლის პროგრამებით მოსახლეობის დაინტერესება იზრდება- 5 ჰექტარზე მეტი ფართობის ნაკვეთზე ჟოლოს პლანტაცია გაშენდა

თარიღი : 22-04-2021, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ბორშის მკვიდრი ნინო კელენჯერიძე სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში, ჟოლოს პლანტაციას გააშენებს. დღეს მან საკუთარი მეურნეობისთვის სახელმწიფოდან უსასყიდლოდ “კაროლინას” ჯიშის, ჟოლოს 1086 ნერგი მიიღო.

ხარაგაულში აღნიშნული პროექტით სულ 23 -მა ბენეფიციარმა ისარგებლა და საერთო ჯამში, 5 ჰექტარზე მეტ ნაკვეთზე, ჟოლოს პლანტაცია გაშენდა.

“გადავწყვიტე, ჩემს ძირითად საქმიანობასთან ერთად, სოფლის მეურნეობასაც მივყო ხელი. გამიმართლა რომ ჩემი ფართობი ახლოს არის წყალთან. სირთულე შეგვექმნა შარშან პანდემიის გამო და პროგრამა ერთი წლით გადაიდო. სამუშოების შესასრულებლად მუშახელის დაქირავებას ვფიქრობ. პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მიფინანსდება სარწყავი სისტება, ნერგები, ბოძები, გასაჭიმი მასალა, ყველაფერი ის, რაც საჭიროა პლანტაციის გასაშენებლად,”-განაცხადა ნინო კელენჯერიძემ.

სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას ითვალისწინებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი ბონდო კიკნაველიძე ამბობს, რომ

“ეს არის შესანიშნავი პროექტი, სადაც სახელმწიფო ბენეფიციარს 100 პროცენტით უფინანსებს ყველა ხარჯს. მოსახლეობის ინტერესი ძალიან დიდი იყო, სამწუხაროდ უკვე შეწყდა ამ პროგრამის განხორცილება და ვფიქრობ მომავალში ისევ გაგრძელდება. ბენეფიციარები ძალიან დიდი ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ ამ პროგრამიდან. ადრე სოფელ/სოფელ დავდიოდით და ვეძებდით ხალხს, ახლა თვითონ მოდიან და ინტერესდებიან, რაც ძალიან მახარებს”.

ჟოლოს მოყვანით ხარაგაულში სოფელი გედსამანიაა ცნობილი, აქ მაცხოვრებლებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ, ჟოლო ჯერ კიდევ წლების წინ იქცა.

მალე გედსამანიას კიცხი, ვარძია, ბუდიანეთი, ჩხერი, ამაშუკეთი, კვესრევი, მოლითი, ქვები და ჩრდილი შეუერთდება.


ნანახია: 352-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2
კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერად, საქართველოს 5 რეგიონში კენკროვანი კულტურის ნერგების შეძენა და მოყვანა სრულად

ამინდი