Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ბიზნესისა და საწარმოების, ტურიზმის, შრომითი ბაზრის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები-თემები, რაზეც ვანის მერიაში იმსჯელეს

თარიღი : 21-04-2021, 17:03 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) წარმომადგენლებს შორის, მერიის სააქტო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგები ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ წარმოადგინა.

განიხილეს სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ბიზნესისა და საწარმოების, ტურიზმის, შრომითი ბაზრის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები. იმსჯელეს მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდასა და თვითმმართველობის უფლებამოსილების თემებზე.

“აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო” -ს ჩართულობით ვანში უკვე განხორციელებული გახლავთ მნიშვნელოვანი პროექტი ტურიზმის განვითარების კუთხით, რისთვისაც მადლობას გიხდით. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა იქნება ეფექტური და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული,”- განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე გოგორიშვილმა.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტს-“მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.


ნანახია: 319-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამინდი