ხმაური ზესტაფონის მერიაში-‘ოცნების’ წევრები ქალაქის მერს დაუპირისპირდნენ
თარიღი : 20-04-2021, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხმაური იყო ზესტაფონის მერიაში, სადაც “ქართული ოცნების” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან გათავისუფლებული პირები მივიდნენ. ისინი ორგანიზაციიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მერი და ვიცე-მერი თაღლითობისათვის არიან ნასამართლევი. მერიაში მისული რამდენიმე პირი აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროვებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქალაქის მერი გამოვიდა. გიორგი გოგლიჩიძის თქმით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან ორგანიზატორის ოჯახის კომპანიას სასათბურე პირობები არ შეუქმნა.
“ქართული ოცნები”-დან წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტება “ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში განაცხადეს და განმარტეს, რომ გათავისუფლებული წევრები ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობდნენ.