ზესტაფონში, ‘ქართული ოცნების’ რაიონული ორგანიზაციიდან წევრები გარიცხეს

“ქართული ოცნების” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან წევრები გარიცხეს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მმართველმა ძალამ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, პარტიის რამდენიმე წევრი გარიცხა.
"ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონისსაოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა. შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან!"-აღნიშნულია განცხადებაში.