ქუთაისელი მოჭადრაკეების მორიგი გამარჯვება
თარიღი : 20-04-2021, 08:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მაია ჩიბურდანიძის "ჭადრაკის დედოფლის აკადემიის" კლუბმა საჭადრაკო სკოლების მეგობრულ მატჩ-ტურნირში გაიმარჯვა. ტურნირში, რომელიც 17 აპრილს ჩატარდა, მონაწილეობას 4 ქვეყნის, საქართველოს ("ჭადრაკის დედოფლის აკადემია"), უნგრეთის (TFSE კლუბი), თურქეთისა ("გალათასარაი"-ს კლუბი) და ყაზახეთის ("ჟანსაია აბდუმალიკის ჭადრაკის აკადემია") გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირი 3 ასაკობრივ კატეგორიაში: U10, U12, U14 ჩატარდა და საქართველოს გუნდი ყველა ამ კატეგორიაში გამარჯვეული გახდა.
10 წლამდე ქუთაისის გუნდს: ანდრია კვირიაშვილი, გაბრიელ გაბადაძე, დავით თათვიძე და ბარბარე აშოთია წარმოადგენდნენ. პირველ ტურში, მთავარ კონკურენტთან - ყაზახეთის გუნდთან გადამწყვეტ შეხვედრაში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს მეტოქე, მეორე და მესამე ტურში კი უნგრეთთან და თურქეთთან, ოთხივე დაფაზე გაიმარჯვეს.
12 წლამდე გუნდს: გიორგი გიორგაძე, კესარია მგელაძე, დათა ყალაბეგაშვილი და მართა სორდია წარმოადგენდნენ. მათ ყაზახეთის გუნდი ანგარიშით 2.5:1.5 დაამარცხეს, უნგრეთს და თურქეთს კი, ასევე მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგეს.
14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ჩვენი გუნდს: დავით ნემსაძე, ლუკა კილაძე ვასიკო შაპოვალოვი და ანასტასია კირთაძე წარმოადგენდნენ. ყაზახეთის გუნდთან ბრძოლა მათ ფრედ, 2:2 დაამთავრეს, უნგრეთს ანგარიშით 4:0, ხოლო თურქეთს 3:1 მოუგეს.
ტურნირის ორგანიზატორი უნგრეთ-თურქეთის ბიზნეს ასოციაცია "TURKCHAM" გახლდათ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი