მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს მეორე კვირაა ეძებენ
თარიღი : 20-04-2021, 08:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს კვლავ ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მეორე კვირაა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადიდებულ რიონში გადახტა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, მეგობართან ერთად ნამოხვანში თბილისიდან სამი დღის ჩასული იყო. როგორც ადგილზე აცხადებენ, აქტივისტები მას კარგად არ იცნობდნენ.
დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკაა ჩართული, რომლის გამოყენებით მდინარის ფსკერის სკანირება ხდება.