"ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის ადამიანს დრო ყოველთვის მოეძებნება"
თარიღი : 23-04-2014, 00:59 | კატეგორია: საზოგადოება

“ნებისმიერი სახის სპორტით დაკავება ადამიანს განტვირთვასა და რელაქსაციაში ეხმარება. ადამიანი რაციონალურად უდგება საკითხებს. სპორტი ადამიანს სულიერ სიმშვიდესა და შესაშურ ფიზიკურ მდგომარეობას აძლევს,“ - ამგვარად ხსნის სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობებს ქუთაისელი ახალგაზრდა ლაშა ბოჭორიშვილი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ქალაქში მიმდინარე პროცესებში. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ნოვატორების“ თავმჯდომარე. ორგანიზაცია ახალგაზრდების პრობლემატიკაზე მუშაობის პარალელურად, ახალგაზრდების გააქტიურებაზე, სხვადასხვა პროექტში მათი ჩართვისა და ახალგაზრდებისათვის საკუთარი თავის რეალიზაციაში ხელშეწყობას ცდილობს. რაც შეეხება სპორტის მიმართ ლაშა ბოჭორიშვილის დამოკიდებულებას, თვლის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის ადამიანს დრო ყოველთვის მოეძებნება.
„დაძაბული რეჟიმი მაქვს, თუმცა თავისუფალი დრო მაინც მრჩება და შემიძლია ის ჩემს ჰობს დავუთმო. ყოველთვის ვვარჯიშობ დილისა და საღამოს საათებში. ძიუდოისტი ვიყავი. რამდენიმე წელია რაც ვარჯიშს თავი დავანებე,“ - ამბობს ლაშა ბოჭორიშვილი.
ქუთაისელი ახალგაზრდა სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებ ინტერესს მათ არაინფორმირებულობასა და ისეთი პროექტების ნაკლებობას უკავშირებს, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან.
„ახალგაზრდებს არც ინფორმაცია აქვთ პროექტების შესახებ და არც მოტივაცია. არ არიან მიჩვეული ჩვენს ქალაქში იმგვარი სისტემის არსებობას, სადაც ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას მოახდენს და ირწმუნებს, რომ ამ ქალაქში რეალიზაცია შესაძლებელია. დღეს ყველა ახალგაზრდა სხვა ქალაქში წასვლისაკენ მიისწრაფვის. მეორე მხრივ, ახალგაზრდებს ბევრი დრო აქვთ ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის. იმისათვის, რომ არ იყვნენ ქუჩაში და კომპიუტერთან მიჯაჭვულები. პოპულარიზაცია სჭირდება იმას, რომ ეს დრო ახალგაზრდებმა სპორტს დაახარჯონ. რაც მეტი ადამიანი იქნება აქტიური და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავებული, ეს ჩვენს ქალაქს მხოლოდ წაადგება. ამ მხრივ, ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის გააქტიურება მისასალმებელია. ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის გარემოც და სპორტული ინფრასტრუქტურაც უნდა მოეწყოს,“ - ამბობს ლაშა ბოჭორიშვილი.
„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.