“საფლავების გაწმენდა-დასუფთავება განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს”
თარიღი : 19-04-2021, 21:35 | კატეგორია: ახალი ამბები

დაწესდება თუ არა ქვეყანაში სააღდგომოდ შეზღუდვები, ამ ეტაპზე უცნობია. იმერეთის რეგიონში სასაფლაოების გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.
"ჯერჯერობით არანაირი ინსტრუქცია არ მოგვსვლია. რაიმე შეზღუდვა რომ იყოს, ამას მთავრობის განკარგულება სჭირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფლავების გაწმენდა-დასუფთავება, ოღონდ განსაკუთრებულ რეჟიმში. ღამეც ვიმუშავებთ რა თქმა უნდა, თუ რაიმე არ შეიცვალა. კიდევ უფრო განსაკუთრებულ რეჟიმში იქნება მუშაობა აღდგომის წინა კვირაში,"-განაცხადა შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა სპეციალისტმა მაია ყუფარაძემ.
შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის" დაქვემდებარებაში 13 საქალაქო სასაფლაოა.