Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, ფარცხნალი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

თარიღი : 16-04-2021, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში, ფარცხნალი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, გზის 1800 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 313 777 ლარია.

“სოფლისთვის უმნიშვნელოვანესმა პროექტმა დაფინანსება რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური მუშაობის შედეგად მიიღო.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 28 ივლისს დასრულდება.

ახალსოფელში ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა.

პირველ ეტაპზე გზის 1054 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდა,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 377-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი