Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერია მოსახლეობას იაფი და კომფორტული გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს

თარიღი : 15-04-2021, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერია მოსახლეობას იაფი და კომფორტული გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის ახალ ხაზზე ტენდერი დასრულდა.

სატენდერო პირობების თანახმად, სამარშრუტო ტაქსი კვირაში ორი დღე - ორშაბათს და ოთხშაბათს შეასრულებს რეისს სოფელ ნადაბურიდან სოფელ ხევის, ხუნევის, ვერტყვიჭალის, ბორითის, უბისის, ძირულას, ლაშის მიმართულებით და შემოვა ხარაგაულში.

“გამოსვლის დრო ნადაბურიდან 07:30 საათი. ტრანსპორტი იგივე მიმართულებით ხარაგაულიდან 13:00 საათზე დაბრუნდება უკან. გზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო შიდა გადაადგილება 0.50 თეთრი ეღირება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას დღემდე 15 სამარშუტო სვლაგეზზე აქვს განხორციელებული შესყიდვა. აღნიშნული შესყიდვები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დაიგეგმა,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, მათი მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იაფად გადაადგილების უმნიშვნელოვანესი საშუალება და შესაძლებლობაა.

“ხარაგაულის მოსახლეობა არაა ამ მომსახურებით განებივრებული. ვიცით, რომ კერძო სექტორი უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას, თუმცა, ცხადია, სხვადასხვა სოფლის დონეზე ეს სრულად ვერ მოიცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.
მუნიციპალურ ტრანსპორტში ჩვენ თანამონაწილეობით შედივართ და ვაფინანსებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონკურენციაში ვართ კერძო სექტორთან და ან კერძო სექტორს გვსურს წავართვათ ეს სეგმენტი, ამ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, ძვირიანი ტრანსპორტით მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.

ხარაგაულის მოქალაქეებს გადაადგილების იაფი, ალტერნატიული შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს და სწორედ ამაზე არის გათვლილი ჩვენი ხარაგაულის აღამასრულებელი ხელისუფლების კურსი, რომ რაც შეიძლება მეტი მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩნდეს.

ჩვენ გარდა იმ მარშუტებისა, რომელიც უკვე დაგეგმილი, დაფინანსებულია, მოძრაობა მიმდინარეობს და მოქალეებს ემსახურებიან, ვფიქრობთ, კიდევ დავამატოთ ახალი სვლაგეზები. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გვეცოდინება. გამოცხადდება შესყიდვა, გამოვლინდება გამარჯვებული და იაფი და კომფორტული ტრანსპორტის მომსახურეობით დამატებით სხვა სოფლებიც ისარგებლებენ,”-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 387-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში

ამინდი