ქუთაისში საარჩევნო უბნების რაოდენობა შემცირდა
თარიღი : 22-04-2014, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ქუთაისში 127 საუბნო საარჩევნო კომისიიდან 123 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
ქალაქის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნების შემცირება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ საარჩევნო სიაში აღარ შევლენ უმისამართოები. გარდა ამისა, კოპიტნარის დევნილთა დასახლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გადაეცა, ხოლო #74-ე და #75-ე საუბნო საარჩევნო კომისიები, რომლებიც შედარებით მცირე ამომრჩევლიანი იყო, გაერთიანდა.
ამ დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. კომისიის წევრთა შერჩევის მიზნით, 19 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, საოლქო კომისიაში განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ამ დროისათვის დაახლოებით 300-ზე მეტი განაცხადია შესული.
რაც შეეხება თავად საოლქო კომისიას, მისი დაკომპლექტების პროცესი დასრულდა. 13 წევრიან საოლქო კომისიაში კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი 6 პოლიტიკური სუბიექტებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოხვდნენ.