Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, 80 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობის დასრულება მაისისთვის იგეგმება

თარიღი : 13-04-2021, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა მაისში დასრულდება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

"მუნიციპალურ ავტოპარკში მიმდინარეობს ღია ავტოსადგომის ( 80 ავტობუსისთვის) ადმინისტრაციულისა და ტექნიკური მომსახურების სერვისცენტრის შენობების მშენებლობა. სამუშაოები მაისში დასრულდება,"-აცხადებენ მერიაში.

მუნიციპალური ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები შპს "სქაიჰაუსმა“ შეასრულა. ახალი ავტოპარკის მშენებლობაზე 2 642 776 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად არის მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს თანამედროვე სტანდარტების 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 430-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი