ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ესეების კონკურს აცხადებს
თარიღი : 22-04-2014, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსკლასელთათავის ესეების კონკურს სახელწოდებით „რატომ ევროპა“ აცხადებს.
სამსახურის უფროსის ვანო ბუხაიძის თქმით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდებით თვალით დანახულ ევროპის და ევროპულ ფასეულობებზე 300-500 სიტყვიანი ესე მომზადდეს.
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქუთაისის საჯარო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. ესეების მიღება დაიწყება 24 აპრილიდან და დასრულდება 4 მაისს. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს აუცილებელია გამახვილებული იყოს ყურადღება ანალიტიკურ მხარეზე, არგუმენტირებულობასა და მოქალაქის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე,“- აცხადებს ვანო ბუხაიძე.
სპორტის სამსახურის უფროსის თქმით, ასევე ევროკავშირის ქვეყნების ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას ფოტოკონკურსში სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული ევროპა“.
ესეების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ნაშრომი აღნიშნულ ბმულზე უნდა გადმოგზავნონ. http://soorvey.com/?s=16ADORNQYLI