Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონის ხეობაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ

თარიღი : 12-04-2021, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მდინარე რიონში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული. მყვინთავები სპეციალური წყალქვეშა მოწყობილობებით ეძებენ გაუჩინარებულ ახალგაზრდას, თუმცა ძებნას უამინდობა აფერხებს.

"გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რიონის ხეობაში. რა თქმა უნდა, მობილიზებულია მაქსიმალურად როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ყველა ტექნიკური საშუალება, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ამ შემთხვევაში, თუმცა სამძებრო-სამუშაოებს ხელს უშლის კლიმატური პირობები და ის, რომ მდინარე არის ძალიან ადიდებული,"-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე მდინარეში ღამით, ორი დღის წინ, შევიდა და დაიკარგა. იქ მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის დინებამ წაიღო.

მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 375-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი