Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში სამშენებლო, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით პროფესიონალ კადრებს მოამზადებენ

თარიღი : 10-04-2021, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქალაქ ხონში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება.

ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განვითარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანად აფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლო სამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

პროექტის მიზანს რეგიონის მოსახლეობისთვის მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშესაწყობად
კერძო სექტორთან პარტნიორობით თანამედროვე პროფესიული განათლების შეთავაზება წარმოადგენს.

სასწავლებელი ფუნქციონირებას 2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, სტუდენტებს ძირითადად სამშენებლო, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.


ნანახია: 331-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და

ამინდი