Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება?

თარიღი : 22-04-2014, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, მხარისა და ქუთაისის ხელმძღვანელობასთან გამართა.შეხვედრის მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე დაინტერესებული მხარეების ინფორმირება წარმოადგენდა. ასოცირების შეთანხმების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო ივნისში მოაწერს ხელს, სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი ევროკავშირთან პოლიტიკური ინსტიტუტების დაახლოებას გულისხმობს, მეორე ნაწილი სექტორულ თანამშრომლობას მოიცავს, რაც სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში თანამშრომლობას ეხება. ასოცირების ხელშეკრულების მესამე ნაწილი ქართული საქონლისა და მომსახურებისათვის ევროკავშირის ბაზრის გახსნას გულისხმობს. ასევე, ხელშეკრულება ევროკავშირში წარმოებულ საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებასაც ითვალისწინებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ივნისში, წინასწარ ამოქმედდება ხელშეკრულების სავაჭრო ნაწილი. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გეგმავს თემატურ შეხვედრებს კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.


ნანახია: 1877-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის კანონმდებლობის პირველად ვერსიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
სემინარს გაუძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი მოწვეული ექსპერტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე დეპუტატმა ქუთაისში ისაუბრა
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი