ქუთაისის ორ ბაღში სწავლა შეწყდა
თარიღი : 9-04-2021, 18:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ორ ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს დავით წიტაიშვილმა განუცხადა. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბაღებში ტესტირების დროს კორონავირუსი დადასტურდა.
"ამჟამად გაჩერებულია ორი ბაღი, 22-ე და 25-ე. 22-ე ბაღში გეგმიური ტესტირების დროს დაუდასტურდა თანამშრომელს ვირუსი, 25-ე ბაღში კი თანამშრომელი შეუძლოდ გრძნობდა თავს, თავად გაესინჯა და აღმოაჩნდა კორონავირუსი. ორივე ბაღი თვითიზოლაციაშია,"- განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
ბაღების 37 ფილიალიდან სასწავლო-სააღზრდელო პროცესი 35 ფილიალში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ავტორი: ქეთი გელაშვილი