ქუთაისის ციხეს სააღდგომოდ სასულიერო პირები ეწვივნენ
თარიღი : 20-04-2014, 23:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №2 დაწესებულებაში მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საეკლესიო პირებმა და ადმინისტრაციის თანაშრომლებმა მიულოცეს.
საქართველოს საპატრიარქოს ქუთათელ-გაენათის მიტროპოლიტ კალისტრატეს კურთხევით, დაწესებულების წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ზურაბ სულბელიანმა, ასევე, დეკანოზებმა – პავლე ჩხიკვაძემ და დავით ჯანელიძემ მგალობელთა გუნდის თანხლებით ყველა საკანი აკურთხეს, ხოლო პატიმრებს გადასცეს საეკლესიო ნივთები და სააღდგომო პასკა.
დაწესებულებაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამრეკლოს ახალი ზარი იკურთხა.