ქუთაისში პროფესიული გადამზადების ცენტრი იხსნება
თარიღი : 7-04-2021, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში "ჩვენი სივრცე - Our Space" იხსნება. ეს იქნება ადგილი ქალაქში, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ხარისხიანი სალონური მომსახურება და ამასთანავე, პროფესიული განათლება.
როგორც სივრცის დამფუძნებელი, ამირა კოპალიანი Topnews.com.ge-სთან საუბრობს, სასწავლო კურსები (მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების ტრენინგ კურსები) დაგეგმილია როგორც დამწყები, ასევე მოქმედი სპეციალისტებისთვის. მისივე თქმით, ტრენინგ-კურსებს ცნობილი, წარმატებული და პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ.
"ეს არის სივრცე, რომლის შექმნაზეც დიდი ხანია ვფიქრობდი. ახლახანს გადმოვედით ფართში. ვმუშაობთ, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ გავხსნილვართ. მზადების პროცესში ვარ, ინტერიერს ვაწყობთ. სივრცეში განთავსდება ასევე მანიკურის სპეციალისტებისთვის კარგად ცნობილი ბრენდი Lb (Lb nail shop ), რომლის მხარდაჭერითაც ჩვენს ქალაქში ბევრ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ. ალბათ, 1 -ლი მაისისთვის გავიხსნებით. ცენტრში შევასწავლით მანიკურის სპეციალობას, კოსმეტოლოგიას, თმის მოვლას და ა.შ. უკვე დაანონსებული გვაქვს სემინარები მანიკურის სპეციალისტებისათვის, ასევე ჩატარდება წამწამის ლამინირების მასტერკლასი აპრილის თვეში.
მაქვს დიდი სურვილი და მზაობა, თუ დაინტერესება იქნება, ვითანამშრომლო სხვადასხვა ორგანიზაციებთან, სოციალურად დაუცველი ქალების გაძლიერების კუთხით. ვუზრუნველვყოთ განათლების ხელმისაწვდომობა,"- ამბობს ამირა კოპალიანი.
"ჩვენი სივრცე" თამარ მეფის #54-ში მდებარეობს.
ავტორი: ქეთი გელაშვილი