Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახალი ავტობუსები დააზიანეს

თარიღი : 7-04-2021, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. უცნობმა პირმა ან პირებმა ახალი ავტობუსის სკამები დააზიანეს. ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ირაკლი ხაჭაპურიძე ავრცელებს.

ფაქტს იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს უდასტურებს შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელიც. გიორგი გიორგობიანი საზოგადოებას მეტი სამოქალო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

"ძალიან დაგვწყდა გული. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა. ორი სკამია ამოჭრილი ოთხკუთხედებად. ახლა უნდა ვიშოვოთ მსგავსი ნაჭერი და გამოვასწოროთ ეს დაზიანება. ეტყობა ჯერ ვერ გაითავისეს იმ ადამიანებმა, ვინც ამას აკეთებს, რომ ეს მუნიციპალური ტრანსპორტია, ყველა მოქალაქეს ეკუთვნის და უნდა გავუფრთხილდეთ. მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ მოქალაქეებს. იმედია, მსგავსი შემთხვევა აღარ იქნება.

შანსი იმისა, რომ გამოვავლინოთ ვინ გააკეთა ეს, ნაკლებად გვაქვს. კამერები ქსელში ჩართული ჯერჯერობით არ არის. თურქული კომპანია, რომელმაც მანქანები ჩამოგვიყვანა, მუშაობს ამ თემაზე. ტექნიკური დამუშავება მიდის ამ სისტემის და მალე ესეც აუცილებლად იქნება,"-ამბობს გიორგობიანი.

ცნობისთვის, ქუთაისში, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად არის მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს თანამედროვე სტანდარტების 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 390-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი