Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2 მაისიდან ქუთაისელები ავტობუსებში მგზავრობის ღირებულებას ბარათით გადაიხდიან

თარიღი : 6-04-2021, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა მაისის დასაწყისში ამოქმედდება. როგორც შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელმაგიორგი გიორგობიანმა იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადა, 2 მაისისთვის უკვე თანაქალაქელები ავტობუსებში მგზავრობის ღირებულების გადახდას ბარათის საშუალებით შეძლებენ.

"დღეის მდგომარეობით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს პროგრამისტებთან, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენთვის ეს პროგრამა. რამდენჯერმე იყვნენ ქუთაისში ჩამოსულები, ნახეს ადგილი, დაათვალიერეს ავტობუსები, ყველაფერი. როგორც ვიცი, 6-თვიანი ვალდებულება აქვთ აღებული, 6 თვეში უნდა დაამთავრონ სრულად ავტობუსების ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანა. აქ ორი მიმართულებაა: ერთია, რომ ელექტრონულად, ბარათის მეშვეობით შეეძლოს ადამიანებს გადაიხადონ სამგზავროს თანხა და მეორე - კასა უნდა დაიდგას, რაშიც ხურდა ჩაიყრება ასე რომ ვთქვათ და ბილეთსაც ამოწერს. 2 მაისისთვის მხოლოდ ბარათით გადახდის სისტემა ამოქმედდება, კასაც შემდგომ, ხელშეკრულების ვადებში იქნება,"-განუცხადა გიორგობიანმა Topnews.com.ge-ს.

ცნობისთვის, ქუთაისში, 90-იანი წლების შემდეგ, პირველად არის მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი. ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს თანამედროვე სტანდარტების 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1224-ჯერ

მსგავსი სიახლეები