Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, პარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ატრაქციონი დაიწვა

თარიღი : 3-04-2021, 23:51 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ღია ატრაქციონი დაიწვა. ცეცხლი პარკში ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ერთ-ერთ ატრაქციონზე გაჩენილი იყო ხანძარი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი ნახევრადღია ატრაქციონს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური,”-ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 512-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი