Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ნახშირღელესთან ავარიას 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

თარიღი : 3-04-2021, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ნახშირღელესთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც Topnews.com.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 420-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მძღოლი მიიმალა.

ამინდი