Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სპორტი კარგი გაგებით დაავადებაა და თუ მისით ერთხელ დაკავდები, მისი სიყვარულით დაავადდები"

თარიღი : 19-04-2014, 15:47 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
“სპორტით ნაკლებად დაკავება ეს არის თითქმის ყველა დაავადების საფუძველი. თუ გააქტიურდებიან ახალაგაზრდები და ჯანსაღი წესით ცხოვრებას დაიწყებენ, ბევრ დაავადებას მოიშორებენ. სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებენ, რაც დღეს საქართველოს დიდი პრობლემაა,“ - ასე ახასიათებს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობებს ქუთაისელი ახალგაზრდა ეკატერინე მამარდაშვილი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
ეკატერინე მამარდაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტუდენტების გააქტიურებას და მათთვის იმ პირობების შექმნას ცდილობს, რაც მიახლოებული იქნება თუნდაც ევროპის სტანდართთან.
„გარდა ამისა, ვახდენთ სტუდენტების ინფორმირებას ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული აუცილებელი ღონისძიებების დაცვის კუთხით. მათ შორის ერთ-ერთი ღონისძიება სპორტით დაკავებაა. გული მწყდება, რომ დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, სპორტისთვის ნაკლებად მრჩება დრო. თუ დროს გამოვნახავ, აუცილებლად ვივლი ცურვაზე,“ - აცხადებს ქუთაისელი ახალგაზრდა.
ეკატერინე მამარდაშვილი ქუთაისელი ახალგაზრდების პრობლემებზე საუბრისას, იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ცხოვრების საუკეთესო წლებსა და დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს. რაც შეეხება სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ მათ ნაკლებს ინტერესს, ეკატერინე მამარდაშვილი აღნიშნულის მიზეზად ახალგაზრდა თაობის ნაკლებ ინფორმირებულობას ასახელებს.
„ალბათ ახალგაზრდებს საკმარისი დაინტერესება არა აქვთ უფრო რომ გააქტიურდნენ. ქუთაისში არის რამდენიმე სპორტსკოლა, ფიტნეს კლუბები. თუ ამ მხრივ უფრო მეტი საშუალება მიეცემათ, სკოლის ასაკიდან ყველა ახალგაზრდა უნდა იყოს ჩართული. ოჯახიდანაც უნდა მოდიოდეს ინტერესი. თავის მხრივ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან. აუცილებელია ახალგაზრდების წახალისებაც. თვითონ გარემო უნდა უწყობდეს ხელს და აინტერესებდეს. დღეს იმდენად ერთეულები არიან სპორტში ჩართული და ვინც ჩართულია, მათაც პრობლემა ექმნებათ. ამიტომ, სხვები ნაკლებად თვლიან, რომ სპორტი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. თუმცა ყველაფერი მაინც ადამიანების მონდომებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ახალგაზრდებსაც და საკუთარ თავსაც მოვუწოდებ, რომ აქტიურად დაკავდნენ სპორტით. სპორტი კარგი გაგებით დაავადებაა და თუ მისით ერთხელ დაკავდები, მისი სიყვარულით დაავადდები. სპორტის სიყვარული კი დადებითად აისახება მათ ფიზიკურ მონაცემებსა და ჯანმრთელობაზე,“ - ამბობს ეკატერინე მამარდაშვილი.



„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1906-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა თანატოლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ურჩევს,

ამინდი