Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართება

თარიღი : 2-04-2021, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
"უარი შერჩევით რეგულაციებს!"-აღნიშნული ლოზუნგით ქუთაისში აქცია დაანონსდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები 3 აპრილს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან შეიკრიბებიან და კოვიდრეგულაციების მოხსნას მოითხოვენ.

"საქართველოს ხელისუფლება კოვიდრეგულაციებს და კარანტინის პირობებს იყენებს თავის საკეთილდღეოდ და არა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ კი შეზღუდული გვაქვს სრულფასოვანი გადაადგილების უფლება მაშინ, როცა ოკუპანტი რუსეთის მეხოტბე პოზნანს სრულ კომფორტს სთავაზობს ჩვენი ხელისუფლება და ამით კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დაკარგული გვაქვს ჩვენ, ქართველებს ფასი ამ მთავრობისთვის. ამიტომ, ვითხოვთ, რეგულაციების მოხსნას და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას,"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ქუთაისში, საპროტესტო აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი. ანალოგიური მოთხოვნით აქცია-მსვლელობები გაიმართება თბილისსა და ბათუმშიც.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპროტესტო აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზე დაიწყება.

ამინდი