Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘თეატრის კარი უკვე ღიაა და ახლა მისი უდიდებულესობა მაყურებელი შემობრძანდება,’-ქუთაისის თეატრები მაყურებელს პრემიერებით ხვდებიან

თარიღი : 2-04-2021, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთწლიანი პანდემიური შესვენების შემდეგ, ქუთაისის თეატრები მუშაობას პრემიერებით ანახლებენ.

ქუთაისის თოჯინების თეატრი პატარა მაყურებელს რეჟისორ ეკატერინე სირაძის "მუსიკის ჰანგებს" უმზადებს, რომლის პრემიერაც ხვალ, 3 აპრილს, 12:00 და 13:00 საათზეა ჩანიშნული.

"ახლა ჩვენება გვაქვს, ხვალ პრემიერისთვის ვემზადებით. ჩვენი პატარა მაყურებელი ნახავს "მუსიკის ჰანგებს". დაცული იქნება ყველა რეგულაცია. მალევე, სადღაც ორ კვირაში, მეორე პრემიერისთვისაც ვემზადებით,"-განაცხადა თეატრის დირექტორმა, თეიმურაზ ბაღდავაძემ Topnews.com.ge-სთან საუბარში.

პრემიერისთვის ემზადებიან ქუთაისის მესხიშვილის თეატრშიც. მაყურებელი ლუის კეროლის ცნობილ ზღაპარს- "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" იხილავს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია. პრემიერა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

"მესხიშვილის თეატრმა საქართველოს ყველა თეატრთან ერთად განაახლა მოღვაწეობა და მუშაობა. პანდემიური პირობების მიუხედავად, ჩვენ პრინციპში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ბუნებრივია, რეგულაციების სრული დაცვით ვაკეთებდით ამას, მაგრამ თეატრის კარი უკვე ღიაა და ახლა მისი უდიდებულესობა მაყურებელი შემობრძანდება. იხილავთ 6 სპექტაკლს, რომლის პრემიერა აპრილ-მაისის თვეში იქნება. "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" არის სპექტაკლი, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი და გადავწყვიტეთ, ამით დაგვეწყო. პრემიერა იქნება ხვალ, 3 აპრილს, 4 აპრილს და 11 აპრილს,"- განაცხადა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ.

ქუთაისის ოპერის თეატრში კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სპექტაკლი 8 აპრილს გაიმართება. მაყურებელი პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსებას" იხილავს, რომლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილია, დამდგმელი რეჟისორი კი - მაია გაჩეჩილაძე. სპექტაკლი შესვენების გარეშე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ თეატრებმა კოვიდპანდემიის გამო, ფუნქციონირება გასული წლის მარტის თვიდან შეაჩერეს.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 581-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი