Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში 'ასტრაზენეკას' ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა

თარიღი : 2-04-2021, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში კოვიდდადებითობის მაჩვენებელი 2%-მდე გაიზარდა. გიორგიძე ამაში საგანგაშოს ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული საყურადღებოა და რეკომენდაციების დაცვა უნდა გავაგრძელოთ.

"იმერეთში გარკვეული მატება გვაქვს შემთხვევების, დაახლოებით 2%-მდეა დადებითობის მაჩვენებელი. არის ცალკეული საყურადღებო კლასტერები, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. მათ შორის ასეთი იყო ჭიათურის რაიონის ითხვისის თემის ერთ-ერთი სოფლის კლასტერი, სადაც რამდენიმე შემთხვევა იყო და იქაც განსაკუთრებულ მეთვალყურეობაზე გვაქვს პროცესი აყვანილი. საგანგაშო მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არის ძალიან საყურადღებო იმიტომ, რომ გაზრდილი მობილობის ფონზე, თუ რეგულაციებს სათანადოდ არ შევასრულებთ, ბუნებრივია მივიღებთ ძალიან არასასურველ და არასასიამოვნო შედეგებს,"-აცხადებს გიორგიძე Topnews.com.ge-სთან.

მისივე თქმით, იმერეთში, ამ დროისთვის 700-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. მათ შორის არის როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე 65 წელს ზემოთ მყოფი პირები.

"ვაქცინაციის პროცესი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად მიდის, ზოგადად. საკმაოდ გაიზარდა და თანდათანობით იმატებს აქტივობა "ასტრაზენეკას" ვაქცინაზეც, "ფაიზერზე" თავიდანვე მაღალი აქტივობა გვქონდა. დღეის მდგომარეობით, 700-ზე მეტი ადამიანი გვყავს იმერეთში აცრილი. აქედან ასტრაზენეკათი - 473, ფაიზერით კი - 234. აქტივობა გაზრდილია და რაც მთავარია, ძალიან მშვიდად, კარგად, მაღალკვალიფიციურად სრულდება ვაქცინაციის პროცესი ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომლებიც ახორციელებენ იმერეთში. ეს არის ცხაკაიას ინტერვენციული, ფოთის ქუჩაზე მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი და საჩხერის ჰოსპიტალი,"-აცხადებს გოჩა გიორგიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან იმერეთში 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 308-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი