Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘წვეთოვანით კვებავენ, ისე არ იღებს საკვებს,’-გოგი წულაია კვლავ საავადმყოფოში რჩება

თარიღი : 30-03-2021, 23:08 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პოლიტიკოსი პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში რჩება.

"ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კიდურები გაუშავდა, ცნობა დაუკარგია. ძალიან ცუდად არის, წვეთოვანზეა ამ წუთში, იმით კვებავენ, ისე არ იღებს საკვებს. გოგი წულაია პოლიტპატიმარია. საკმარისია ამდენი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში. გამოუშვან გოგი, ის უდანაშაულოა და გააგრძელონ გამოძიება,”-აცხადებს წულაიას მეგობარი ლევან ჟღენტი.

წულაიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 10 მაისსაა ჩანიშნული. მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფიდვუდანაშაულობის დამამტკიცებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარუდგინოს.

"10 მაისამდე შევძლებთ იმას, რომ შევაგროვოთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ხელს შეუწყობს შეცვალოს აღკვეთი ღონისძიება. ახლა პირველი ამოცანაა, გოგი წვეთოვან კვებაზე გადავიდეს, რომ ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვიდეს და დაექვემდებაროს მკურნალობას,"-აცხადებს გელბახიანი.

პროკურატურა პოლიტიკოსს ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება და წინასწარ პატიმრობაში ტოვებს. გოგი წულაია კი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად, დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობს. მისი განცხადებით, ის ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლი და ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი