ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
თარიღი : 18-04-2014, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებმა საწარმოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სასმელი წყალი, რომელსაც ისინი საწარმოში სვამენ, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
აღნიშნულის დასტურად მათ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოჰყავთ, სადაც წერია, რომ აღნიშნული სასმელი წყალს არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა აქვს, რომელიც წყლის მაღალმიკრობულ დაბინძურებას განაპირობებს და საშიშია ჯანმრთელობისათვის.
"თუ პრობლემები არ მოგვარდება და ჩვენი სასმელი წყლით უზრუნველყოფა არ მოხდება, უარს ვიტყვით მუშაობაზე. აქ აღებული ხელფასი ნამდვილად არ გვიღირს იმათ, რომ ორგანიზმი მოვიწამლოთ", – აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეების პროტესტს "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მათი განცხადებით, სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ისინი სამხარაული ექსპერტიზის დასკვნას გაითვალისწინებენ.
აქციის მონაწილეებს იმერეთის პროფკავშირებიც შეურთდა, მათ აქციის მონაწილეებს ქარხნული წყალი დაურიგეს.