ქუთაისში ორი დღით ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს
თარიღი : 18-04-2014, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში, 20 და 21 აპრილს ქუთაისის მოსახლეობას საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 25 ავტობუსი 08:00 საატიდან 22:00 საათამდე იმუშავებს და მოქალაქეების სასაფლაომდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
„საფიჩხიის, ძელქვიანის, ოღასკურას, ნიკეასა და ქვიტირის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებზე ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში უფასოდ გადაადგილება შეეძლებათ.ამგვარად ქალაქის მერიამ გარკვეული შეღავათი გაუკეთა ჩვენს მოქალაქეებს,“ - აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე.