Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია სამართალდამცავებს უჩივის

თარიღი : 27-03-2021, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
გოგი წულაია მისი დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს სახელმწიფო ინსპექტორთან უჩივის. შესაბამისი წერილი, რომელსაც საქმის მასალებიც აქვს დართული, დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატმა უწყებას უკვე ჩააბარა. ადვოკატი თვლის, რომ სამართალდამცავებმა დაკავების პროცესში უფლებამოსილებას გადაამეტეს და გოგი წულაიას კანონით მინიჭებული უფლებები შეუზღუდეს.

"სახელმწიფო ინსპექტორს მივმართე წეროლობით, დავურთე მასალები. როდესაც დააკავეს გოგი წულაია, მას არ მისცეს პირველი ზარის განხორციელების უფლება, უარი უთხრეს დაცვის უფლებაზე, ანუ ადვოკატის მომსახურეობაზე. ამასთან, საათნახევრის განმავლობაში გამოძახებული სასწრაფო დახმარების საექიმო-სამედიცინო პერსონალი არ დაუშვეს წულაიასთან,"-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მისივე თქმით, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის შიმშილობას აგრძელებს და შესაძლოა კომაში ნებისმიერ დროს ჩავარდეს.

"8 დღეა უკვე არ მიუღია არც ერთი სახის საკვები, ასევე არ იღებს სამედიცინო პრეპარატებს. ისეთი დაავადებები აქვს გოგის, რომ ამ ფონზე შიმშილობა ძალიან საშიში და საფრთხის შემცვლელია, ვინაიდან აქვს ქრონიკული შაქრის დიაბეტი და საკვების მიუღებლობამ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი კომაში ჩავარდნა,"-განაცხადა გელბახიანმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და თავს ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 648-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი