Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ბარბარე აშოთია ჭადრაკში იმერეთის ჩემპიონი გახდა

თარიღი : 26-03-2021, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მოჭადრაკის-ბარბარე აშოთიას მორიგი გამარჯვება. 10 წლამდე გოგონათა შორის, ბარბარე ჭადრაკში იმერეთის ჩემპიონი გახდა.

იმერეთის ჩემპიონატზე პირველი ადგილი ასევე აიღეს: 8 წლამდე ასაკის კატეგორიაში, ბიჭებში - რობერტ ჩიღვინაძემ, გოგონებში - ემილი ბუაძემ. 10- წლამდე, ბიჭებში - გაბრიელ გაბადაძემ. 12 წლამდე ასაკის კატეგორიაში გიორგი გიორგაძემ და თეკლა კოღუაშვილმა, 14 წლამდელებში კი ბარბარე ცირეკიძემ.

იმერეთის ასაკობრივმა (8,10,12,14 წწ.) ჩემპიონატებმა ჭადრაკში სტარტი 20 მარტს, ა(ა)იპ ქუთაისის სპორტული სკოლების გაერთიანების მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში აიღო. ჩემპიონატში ქუთაისის, ტყიბულის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიისა და ხონის მოჭადრაკეები (60-მდე) მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატის დახურვა დღეს გაიმართა, სადაც გამარჯვებული მოჭადრაკეები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

გამარჯვებული მოჭადრაკეები 6 აპრილიდან თბილისში, საქართველოს (8 და 12 წლამდე) ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1096-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი