გოგი წულაია: ქუთაისის მერიაში პრემიებს არაფრის კეთებაში იღებენ
თარიღი : 18-04-2014, 12:47 | კატეგორია: პოლიტიკა

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიების გაცემის ტრადიციას გმობს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, თვითმმართველობაში დასაქმებული 700 ადამიანიდან ვინ პრემია მიიღო, დაახლოებით 15 კაცამდე აკეთებს რეალურად საქმეს.
„საქართველო არის გინესის რეკორდების წიგნში შესატანი ერთადერთი ქვეყანა, სადაც პრემიებს არაფრის კეთებაში იღებენ. უზნეობაა, როდესაც გაჭირვებულ ადამიანთან მიგაქვს ერთი პასქა, 10 კვერცხი და ამას აპიარებ იმ დროს, როდესაც ამხელა პრემიას იღებ. თავს იმით იმართლებენ, რომ პრემიებთან დაკავშირებით კანონი „ნაციონალების“ მიღებულია. თუ ასეა, კეთილი ინებეთ და შეცვალეთ ეს კანონი. ხელისუფლებისათვის რაიმეს მოწოდებას აზრი არ აქვს. ეს მგლის თავზე სახარების კითხვაა. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, კარგად დაიმახსოვრონ ეს ადამიანები,რადგან რამდენიმე დღეში მიადგებიან და ნიანგის ცრემლებს დაღვრიან იმისათვის, რომ მათი ხმები მიიღონ და ხელისუფლებაში ყოფნის ვადა და კომფორტი გაიხანგრძლივონ,“ - აცხადებს წულაია.
ცნობისთვის, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიები წელიწადში რამდენჯერმე, ხელფასის ოდენობით გაიცემა.