Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოფისის გასახსნელად ფართს ვერ ქირაობენ

თარიღი : 18-04-2014, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოფისის გასახსნელად ფართს ვერ ქირაობენ.
ქალაქის ყოფილი ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის თქმით, მათ უქიმერიონის მაჟორიტარი კანდიდატისათვის ოფისის დაქირავება სურთ, თუმცა ვერ ახერხებენ.
ძოწენიძის განმარტებით, გასაქირავებელი ფართის მეპატრონეები "ნაციონალურ მოძრაობისათვის" ფართის მიქირავებაზე თავს იკავებენ.
"ქუთაისში უქიმერიონის მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოფისს ვეძებდით დასაქირავებლად. ხუთ ადგილზე გვითხრეს უარი, არადა ეს ფართები რამდენიმე თვეა, რაც ქირავდება. ერთმა მეპატრონემ, რომელთანაც პირობები უკვე შეთანხმებული გვქონდა 700$ თვეში, პლუს საშემოსავლოს ჩვენ ვიხდიდით, ბოლოსკენ სხვათაშორის იკითხა, რისთვის გვინდოდა ოფისი. როცა ვუთხარით, პირდაპირ მოგვახალა, "ნაციონალებზე" ფართს არ ვაქირავებო. მეორემ, გვიცნო და მოგვიბოდიშა, ხომ იცით რა დროა, პრობლემებს შემიქმნიან, არ გეწყინოთო. პრობლემა არაა, ოფისს ვიშოვით, მთავარია, რომ ბედუკაძემ და ჩახალიანმა ისუნთქოს თავისუფლად. ახლა არ დამიწყოთ, “ნაციონალებზე” ახია და ა.შ. ოპოზიციონერების ოფისები იმ "9 წლის" განმავლობაში რუსთაველზე და თამარ მეფეზე იყვნენ წამოჭიმული’’, - აცხადებს ძოწენიძე.


ნანახია: 1719-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოცემულ ფართს 2 წლის განმავლობაში საზოგადოება იმისთვის გამოიყენებს, რათა თვალყური ადევნოს ახალგაზრდა თაობის ქართული ტრადიციებით
ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პრაიმერში შესაძლოა ბრალდებულ თემურ ცამციშვილთან ერთად ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი
ოპოზიციური პარტიის ოფისს ასევე წარწერები - ქათმებო, „მკვლელებო“ მიაწერეს.
ამირან ძოწენიძის თქმით, "ნაციონალ" დეპუტატებს ბიზნესის ჩამორთმევით აშინებენ.
ქუთაისის მერიისგან კომპენსაცია უკვე მიიღო ამირან ძოწენიძესთან ერთად გათავისუფლებულმა მეორე ვგიცე-მერმა კოტე რატიანმა. რაც შეეხება

ამინდი