Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დატბორილი სახლები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა-სტიქია საჩხერეში

თარიღი : 24-03-2021, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში. ნალექის შედეგად დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ათამდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა ხიდბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და საუბნო გზები.

მდინარე მერჯეულასა და საირხულას მოდიდების შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც განლაგებულია ქალაქ საჩხერის ავტოსადგური, ცენტრალური ბაზარი და სხვადასხვა სამრეწველო და სასურსათო სავაჭრო ობიექტები.

არსებულ მდგომარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილზე გაეცნო. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად მერიის სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მძიმე ტექნიკა სხვადასხვა ლოკაციაზე დილიდან აქტიურად მუშაობს.

“უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაიტბორა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაიტბორა რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზები. უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ყველა შესაბამისმა სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში, მუშაობს ტექნიკა და ფაქტიურად დღის ბოლომდე ყველგან იქნება აღდგენილი მდგომარეობა," - ზვიად შალამბერიძე.


ნანახია: 393-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს.

ამინდი