Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

თარიღი : 23-03-2021, 19:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

სამარშრუტო ტაქსი დაბა ხარაგაულის, სოფელ თეთრაწყაროს, კიცხის, ფარცხნალისა და ბაზალეთის მოსახლეობას მოემსახურება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით, ყოველდღე იმოძრავებს თეთრაწყაროდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით და პირიქით - რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფოს გავლით თეთრაწყაროსკენ. ასევე, რკინიგზის სადგურიდან კიცხის (საზოგადოებრივი ცენტრი) მიმართულებით.

რეისები განხორციელდება ასევე, კვირაში ორჯერ ფარცხნალისა და ბაზალეთის მიმართულებით.

სამშაბათს რკინიგზის სადგურიდან სოფელ ფარცხნალის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება ორჯერ, დილით-10:00 სათზე, ხოლო მეორე მარშურტი განხორციელდება-14:30 საათზე, სოფელ ფარცხნალიდან ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმართულებით კი - 10:30სთ-სა და 15:00 სთ-ზე.

სოფელ ბაზალეთში, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველ ხუთშაბათს განახორციელებს მოსახლეობის ტრანსპორტირებას. რკინიგზის სადგურიდან სოფ. ქროლი ბაზალეთის საზღვრის მიმართულებით - გასვლის დრო, დილით -10:00 საათი საღამოს-17:30 საათი. ხოლო სოფელ ქროლი - ბაზალეთის საზღვრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, გასვლის დრო დილით 10:30საათზე და საღამოს 15:00 სთ-ზე.

სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული ინდ/მეწარმე შოთა აბაშიძე, სკუთარი ტრასნსპორტით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით განახორციელებს.


ნანახია: 543-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში
აღნიშნული ტრანსპორტი 16 -17 აპრილს 09:00-დან 13:00-მდე იმოძრავებს.

ამინდი